ქართველი ხალხი იმსახურებს გამოსავალს რაც შეიძლება მალე – ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში შექმნილ კრიზისზე იმედგაცრუებას გამოთქვამს და ამბობს, რომ საქართველოს მოსახლეობა სასწრაფო გამოსავალს იმსახურებს.

“ეს წამყვანი ევროპარლამენტარების ნათელი განცხადებაა საქართველოს ამჟამინდელ კრიზისზე. ჩვენთვის ყველასთვის, საქართველოს მეგობრებისთვის ევროპარლამენტში ძალიან იმედგამაცრუებელია, რომ პოლიტიკურ ელიტას ამ ქაოსის დასრულება არ სურს. ქართველი ხალხი გამოსავალს რაც შეიძლება მალე იმსახურებს”,- დაწერა კრამონმა ტვიტერზე.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარები ითხოვენ საქართველოსთვის ფინანსური მხარდაჭერის შეჩერებას და და პოლიტიკური მხარდაჭერის შეზღუდვას.

ისინი კრიზისზე პასუხისმგებლობას დიდ წილს მთავრობას აკისრებენ და მოუწოდებენ, გადაწყვიტონ მომავალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების საკითხები.