“ქართული ოცნება” წინასაარჩევნოდ ქედაში პროდუქტს არიგებს – ტარიელ ნაკაიძე

ევროპული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ტარიელ ნაკაიძის ინფორმაციით, ქედაში ქართული ოცნება წინასაარჩევნოდ პროდუქტს არიგებს. მისი თქმით, “ოცნების” ოფისში უკვე მიტანილია საკვები, რომელსაც მოსახლეობას დღეს დაურიგებენ.

როგორც ნაკაიძე ამბობს, ხელისუფლება მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობის მძიმე სოციალურ მდგომარეობას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს და ხმების მოგროვებას ამ გზით ცდილობს.

ნაკაიძე მოსახლოებას მოუწოდებს არ აიღონ ხელისუფლების დარიგებული პროდუქტი, რადგან როგორც “ქართულ ოცნებას” საკმარისი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ მოსახლეობისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობები შეექმნა.

ტარიელ ნაკაიძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “ევროპული საქართველოს” ხულოს, შუახევის, ქედასა და ხელვაჩაურის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.