„ქართული ოცნების“ რეიტინგი ქვემოთ, ხოლო ჯამური ოპოზიციური რეიტინგი ზემოთ მიდის – სერგი კაპანაძე IRI კვლევაზე

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის სერგი კაპანაძის განცხადებით, IRI-ის კვლევამ აჩვენა, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი ქვემოთ, ხოლო ჯამური ოპოზიციური რეიტინგი ზემოთ მიდის.

„IRI-ის კვლევაში ისევე როგორც ბოლოს გამოქვეყნებულ სხვა კვლევებში, ჩანს ერთი რამ, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი მიდის ქვემოთ, ჯამური ოპოზიციური რეიტინგი მიდის ზემოთ, მოსახლეობის ნახევარზე მეტი თვლის, რომ ქვეყანა ვითარდება არასწორი მიმართულებით ან დგას ერთ ადგილზე, რაც ასევე ცუდია მთავრობისთვის და ძალიან ბევრი ადამიანი აპირებს არჩევნებზე წასვლას. ეს კომბინაცია არის კარგი მეტყველი იმ დამოკიდებულების , რაც არის საზოგადოებაში, ანუ საზოგადოებაში არის ჩამოყალიბებული მზაობა ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და ამიტომ ამ კვლევაში სწორედ ეს არის აღნიშნული. აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნების“ მიდგომა, რომ ყველაფერი კარგადაა, არაფერი არ უნდა შეიცვალოს და ყველა არის ბედნიერი, არის არასწორი და ამ კვლევებში სწორედ ეს ჩანს“, – განაცხადა კაპანაძემ.