“სადაც ქაქუცა ჩოლოყაშვილი და გიორგი ანწუხელიძე გაიზარდნენ აქ არ უნდა იყოს მათი ოფისი”-ახმეტაში “ალტ ინფოს” ოფისის დახურვას ითხოვენ

“არა რუსეთს, არა მონობას, არა ალტ-ინფოს”  – ახმეტაში სამოქალაქო აქტივისტები პუტინისტური ძალადობრივი ორგანიზაციის, “ალტ-ინფოს”  ოფისის მუშაობას აპროტესტებენ და მის დახურვას ითხოვენ.

ადგილზე, კონსერვატიული მოძრაობის წევრებსა და აქტივისტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.

  • „ჩემი აზრით იმ რაიონში, სადაც ქაქუცა ჩოლოყაშვილი და გიორგი ანწუხელიძე გაიზარდნენ არ უნდა იყოს ალტ-ინფოს შენობა“ – აცხადებს ერთ-ერთი აქტივისტი.