ქედაში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა

შსს–მ ქედაში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი. სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა ქედის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1987 წელს დაბადებულ პირს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ორი ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

“პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს “, – აღნიშნავს შსს.