საქართველოში რეალურად არ არსებობს ბავშვისთის სქესის გადაკეთების პრობლემა, მაგრამ არსებობს ბავშვების შიმშილის და კიდევ უარესიც, ბავშვებზე სექსუალური ძალადობის უმძიმესი პრობლემა. საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა ერთ სულ მოსახლეზე ბავშვი პატარძლების რაოდენობით, ანუ ბავშვების გათხოვების – უამრავი შემთხვევაა სექსუალური ძალადობის არასრულწლოვანზე. საქართველოში უამრავი ბავშვი მშობიარობს – მხოლოდ შარშან ასმა ბავშვმა იმშობიარა. ისინი არიან დასაცავი იმისგან, რაც მათ თავს რეალურად ხდება, ესენია: შიმშილი, სექსუალური ძალადობა, გათხოვება… სახელმწიფო რას აკეთებს?! გინახავთ მდინარაძე ან კობახიძე გამოსულები პედოფილიის წინააღმდეგ? […] რომელიმე ხელისუფლების პირი გამოსულა და გამოხმაურებია, იმას, რომ ბავშვებზე სექსუალურად ძალადობენ ოღრაში კაცები? – არა. იმიტომ არ გამოხმაურებიან, რომ ამ ხალხს ფეხებზე ჰკიდიათ ბავშვები, მათ ანაღვლებთ მარტო თავიანთი შვილები, რომლებსაც თქვენგან აკრეფილი გადასახადებით სვამენ სახელმწიფო თვითმფრინავებში და დააფრენენ უმაღლესი განათლების მისაღებად.

თქვა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა მამუკა მდინარაძის განცხადებასთან დაკავშირებით