ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პიკური ეტაპი ჯერ არ დამდგარა – ამირან გამყრელიძე

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პიკური ეტაპი ჯერ არ დამდგარა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ “პირველ არხთან” საუბრისას განაცხადა.

“ზრდა არის დუნე, რადგან ჯერ პიკი არ არის. ჩვენ შიდა გავრცელების შემთხვევები გვაქვს უკვე 22-23 მარტიდან, ამიტომ როგორც წესი, შემდგომი შვიდი-რვა კვირა, როცა შიდა გავრცელება იწყება, არის ხოლმე რთული, ამიტომ ყველა უნდა მოეკიდოთ ძალიან მაღალი სიფრთხილით მომავალი სამი-ოთხი კვირის განმავლობაში თქვენს ქცევებს. თუ გვინდა, რომ ნაკლები დაზიანებით გადავიაროთ ეს პიკური პერიოდი, მაქსიმალურად დაიცავით ის რეკომენდაციები, რასაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და სახელმწიფო იძლევა”,- განუცხადა “პირველ არხს” ამირან გემყრელიძემ.