ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხშია, რაც ხდება, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია- კრისტიან დანიელსონი

”ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხშია, რაც ხდება, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია”- ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის განცხადებით, საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია და მას დიდ ყურადღებას უთმობს.

“საქართველო ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ევროკავშირი მას დიდ ყურადღებას უთმობს. აქ რაც ხდება, ეს ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია და არის ჩვენი მხრიდან შეშფოთება, იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკურ ჩიხშია ქვეყანა შესული.  და ამიტომ ჩვენ გვჯერა, რომ ახლა არის დრო პოლიტიკური მხარეებისთვის, იმისთვის რომ ყველა ძალა იხმარონ, რომ ამ ჩიხიდან გამოსავალი იპოვონ კომპორმისის სახით”, – თქვა კრისტიან დანიელსონმა.