ქობულეთში ავარიის დროს დაშავებული ფეხმძიმე ქალი გადაიცვალა

ქობულეთში, სოფელ გვარაში, ავარიის დროს დაშავებული ორსული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა. ექიმები აცხადებენ, რომ ის 30 კვირის ფეხმძიმე იყო და საავადმყოფოში სიცოცხლისათვის შეუთავსებელი, უმძიმესი დაზიანებებით შეიყვანეს. ჩატარდა საკეისრო კვეთა , თუმცა 28 წლის ქალის და ნაყოფის გადარჩენა ვერ მოხერხდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში, დღის მეორე ნახევარში მოხდა. 30 წლამდე ასაკის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.