ქობულეთში 3 ადამიანი დაჭრეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვარაში რამდენიმე საათის წინ 3 ადამიანი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება ციტრუსის ჩაბარების საკითხს მოჰყვა.

დაჭრილები ქობულეთის “ევექსის” ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მათ დაზიანებები სხეულის სხვადასხვა მიდამოებში აღენიშნებათ.

შსს-ს განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.