ქუთაისის ინფექციურში COVID-19-სგან 102 წლის ქალი გამოჯანმრთელდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 102 წლის ქალი გამოჯანმრთელდა. ის კლინიკაში 2 კვირის წინ შეიყვანეს და ხვალ გაეწერება.

ამჟამად ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 78 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს, მათგან 2 პაციენტი კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვის აპარატზე იმყოფება, 14 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმედ ფასდება და ისინი ინტენსიურ განყოფილებაში მკურნალობენ.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია – 73 154
  • გამოჯანმრთელებულია –  55 511
  • გარდაცვლილია – 636
  • კარანტინის რეჟიმში რჩება – 2 447
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 3 413
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 957
  • მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია –  41 პაციენტი.