ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს COVID-19 დაუდასტურდა

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, ირაკლი შენგელიას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მან თავად გაავრცელა.

“მშვიდად და უსიმპტომოდ მივიღე ვუჰანელი COVID-19-ის გამოწვევა, ვრჩები იზოლაციაში და აქედან შევუტევ ვერაგ ვირუსს”, – წერს შენგელია.

ცნობისთვის, კორონავირუსი ქუთაისის საკრებულოს რამდენიმე დეპუტატს ჰქონდა. ინფიცირებული იყო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეც.