ქუთაისის 32-ე სკოლის 21 პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისის 32-ე სკოლის პერსონალის ტესტის პასუხის შედეგად, 21 პედაგოგს, მათ შორის, დირექტორს და მოადგილეს, კორონავირუსი დაუდასტურდა.

ინფორმაციას სკოლის დირექტორის მოადგილე ნათია ხაზარაძე ადასტურებს. მისი თქმით, პასუხი ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

პედაგოგები ამ დროისთვის სკოლაში იმყოფებიან და სასწრაფო დახმარების ჯგუფებს ელოდებიან. დირექტორის თქმით, ჯერ არ იციან, სად გადაიყვანენ.

ხაზარაძის ინფორმაციით, ამჟამად სიმპტომები არავის აქვს.