ქუთაისის 59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარე კორონავირუსით გარდაიცვალა

კორონავირუსით ქუთაისის 59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარე გარდაიცვალა. ავთანდილ ოსეფაიშვილი ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ორი კვირის წინ შეიყვანეს. ის რეანიმაციაში იმყოფებოდა.ავთანდილ ოსეფაიშვილს პნევმონია და თანმდევი დაავადებები ჰქონდა, რის გამოც მისი მდგომარეობა დამძიმდა.