ქუთაისში ახლგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ქუთაისში რესტორან “პალადიუმის” მიმდებარე ტერიტორიაზე  ახლგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. მას სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა აღენიშნება. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს დაზიანება ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.