ქუთაისში დააკავეს ქალი, რომელმაც 2 წლამდე შვილიშვილი tik-tok ლაივში სცემა

პოლიციამ ქუთაისში დააკავა ქალი, რომელმაც ორ წლამდე შვილიშვილი tik-tok ლაივში სცემა. მომხდარის  ამსახველი ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.