ქუთაისში კოვიდინფიცირებული ორსული გარდაიცვალა

ქუთაისში კოვიდინფიცირებული ორსული გარდაიცვალა – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “რიონი” ავრცელებს. კლინიკა ბომონდში კოვიდინფიცირებული ორსული პაციენტი 30 ივლისს მოთავსდა.

კლინიკური დირექტორის, მამია ყიფიანის განცხადებით, პაციენტს შესვლისთანავე სუნთქვის მწვავე უკმარისობა და 19 ქულიანი პნევმონია აღენიშნებოდა. ექმიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.