ქუთაისში ლიფტი, რომელიც ქალი შვილთან ერთად იმყოფებოდა 12–ე სართულიდან ჩავარდა

ქუთაისში, ცხრა აპრილის ქუჩაზე ლიფტი მეთორმეტე სართულიდან მოწყდა და მეოთხე სართულზე გაიჭედა. ლიფტში ქალი არასრულწლოვან შვილიშვილთან ერთად იმყოფებოდა.

მეზობლების თქმით, ისინი არ დაშავებულან. როგორც 14 სართულიანი კორპუსის მობინადრეები ამბობენ, ლიფტი ერთი წლის წინ გაარემონტეს.