ქუჩაში თუ რაღაც ჩხუბი მოხდა, ეს სახელმწიფომ აღკვეთა – ღარიბაშვილი 5 ივლისზე

ქუჩაში თუ რაღაც ჩხუბი მოხდა, ეს სახელმწიფომ აღკვეთა – 5 ივლისს ჟურნალისტებსა და მოქალაქეებზე განხორციელებულ მასობრივ ძალადობას პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “რაღაც ჩხუბს” უწოდებს.

“ერთ რამეს გეტყვით, სააკაშვილის დროს იყო სახელმწიფო მოძალადე. როგორც ტელევიზიაზე, ბიზნესზე, მოქალაქეზე, ყველაზე. ქუჩაში თუ რაღაც ჩხუბი მოხდა, ეს სახელმწიფომ აღკვეთა და ყველა მოძალადე დაიჭირა”, – თქვა ღარიბაშვილმა.

5 ივლისს Tbilisi Pride-ის ორგანიზებით “ღირსების მარში” უნდა ჩატარებულიყო. ამავე დღეს კონტრაქცია დააანონსა საქართველოს საპატრიარქომ.