ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა გაისროლეს

გუშინ, 22 აპრილს, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა გაისროლეს. შესაბამის ინფორმაციას, ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. 

როგორც გამოცემა timesofisrael-ი  უწყებაზე დაყრდნობით იტყობინება, ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით ჯერ ორი, რამდენიმე საათში კი მესამე რაკეტა გაისროლეს.ერთი რაკეტა ღია მინდორში შაარ ჰანეგევის რეგიონულ საბჭოში, ხოლო მეორე ჰამასის მიერ მართულ სანაპირო ანკლავში ჩამოვარდა.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.