ღამით წალენჯიხის მერის, მანქანა სახლის წინ დაწვეს – თამარ ბელქანია

პარტია “ლელო – საქართველოსთვის” წევრი თამარ ბელქანია აცხადებს რომ  გვიან ღამით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს, გია ხარჩილავას, ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და სრულად დაიწვა. მისი თქმით,  გია ხარჩილავას მანქანას, რომელიც სახლის წინ იდგა, უცნობმა პირებმა სავარაუდოდ, საწვავი გადაასხეს და დაწვეს.

“მე სიტყვები არ მაქვს, რომ გითხრათ, რომ უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს, ნამდვილად არა. ბუნებრივია, გამოძიება დაადგენს მომხდარს, გვაქვს ამის იმედი”, – ამბობს ბელქანია.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.