ღარიბაშვილის თქმით, ნამახვანჰესზე დაწყებული “აჟიოტაჟი გაუგებარია”

”ნამახვანჰესი არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი და ჰესი ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის. ის აჟიოტაჟი და ის ხმაური, რაც არის დაწყებული აბსოულუტურად გაუგებარია”- პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ნამახვანჰესის ირგვლივ დაწყებული “აჟიოტაჟი და ხმაური” გაუგებარია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ნამახვანჰესი არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი და ჰესი ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის. ჩვენი ქართველი მეცინერების მიერ არის დამუშავებული, 30 წლის წინ და უფრო მეტიც, 40 წლის წინ არის შემუშავებული და დაწყებულია მუშაობა ნამახვანჰესზე. ის აჟიოტაჟი და ის ხმაური, რაც არის დაწყებული აბსოულუტურად გაუგებარია.მე მინდა ერთი მხრივ ვთქვა და მეორე მხრივ, იქ მოსახლეობა და მოქალაქეები, რომლებიც არიან გულწრფელად ჩართულნი ამ პროცესში, მინდა გავმიჯნო, ერთი მხრივ, გულწრფელად ჩართულნი მოქალაქეები ამ პროტესტში და მეორე მხრივ, ანგაჟირებული, ზოგი პოლიტიკურად ანგაჟირებული, ზოგიც უცხო სახელმწიფოების მიერ წახალისებული, ინპირირებული მოქალაქეები, რაც არის საგანგაშო”, -განაცხადა  მან.