ღარიბაშვილის პრინციპულობა ჩვენთვის კარგი იარაღია თითქმის ყველა თემაში – სუბარი

ქართული ოცნების დეპუტატი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პრინციპულია, რაც მათი გუნდისთვის კარგი იარაღია “ყველა თემაში”.

სუბარის თქმით, რასაც სიხისტეს ეძახიან, ეს პრემიერის პრინციპულობაა.

„ირაკლი ღარიბაშვილი არის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი, მთავრობის ხელმძღვანელი და მისი პრინციპულობა ჩვენთვის არის ძალიან კარგი იარაღი თითქმის ყველა თემაში. ასე რომ, რასაც თქვენ სიხისტეს უწოდებთ, ეს არის სინამდვილეში პრინციპულობა. ის არაფერს ჩამოშორებია, ყველა მოლაპარაკებებში ჩვენ ვართ ერთად. ის დღეს შეხვდა ბატონ დანიელსონს, ილაპარაკეს და კონკრეტულ თემას ვინ წარმართავს – აქამდეც არ ყოფილა არც ერთი პრემიერ-მინისტრი ამ მოლაპარაკებებში“, – განაცხადა სუბარმა.