ღარიბაშვილის შვილის აშშ-ში გადაფრენა 109 000 ლარი დაჯდა – რა წერია ღარიბაშვილის განახლებულ დეკლარაციაში

გამოქვეყნდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განახლებული დეკლარაცია, რომლის თანახმად, ღარიბაშვილს 2023 წელს მშობლებმა 150 000 ლარი აჩუქეს.

ამავე დეკლარაციის თანახმად, ღარიბაშვილის შვილის აშშ-ში გადაფრენა თბილისი-მიუნხენი-თბილისის ჩარტერულით 109 000 ლარი დაჯდა.

  • კერძოდ, ჩანაწერის მიხედვით, „ოჯახის მოგზაურობასთან დაკავშირებული საჰაერო რეისის (თბილისი-მიუნხენი-თბილისი) ხარჯი ანაზღაურებულ იქნა უშუალოდ რეისის დამკვეთის (მშობლის) მიერ ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე – 94 500 ლარი; მეორე ეტაპზე – 15 000 ლარი”.

ღარიბაშვილმა სხვა შვილების განათლებისთვის გადაიხადა:

  • ანდრია ღარიბაშვილის სწავლის საფასური: 24 091 ლარი;
  • გაბრიელ ღარიბაშვილის სწავლის საფასური: 13 372 ლარი;
  • ნინო ღარიბაშვილის სწავლის საფასური: 5 445 ლარი.

დეკლარაციიდან ირკვევა, რომ 2023 წელს ღარიბაშვილმა პრემიერმინისტრის პოსტზე ყოფნისას ხელფასის სახით 45 104 ლარი აიღო.