ღარიბაშვილი რუსეთს კომფორტს უქმნის საერთაშორისო ასპარეზზე – კანდელაკი

ევროპული საქართველოს წევრი გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ ომის დაწყებას 8 აგვისტოს მხოლოდ რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებები აღნიშნავენ.

მისი თქმით, ღარიბაშვილი საკუთარ ქვეყანას აბრალებს ომის პროვოცირებას, რითაც ოკუპანტს საერთაშორისო ასპარეზზე კომფორტს უქმნის.

“შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ცალკეულმა წევრმა ქვეყნებმა და პროდასავლურმა ოპოზიციამ საქართველოში ომის დაწყება აღნიშნა 7 აგვისტოს, როდესაც რუსეთის შეირაღებული ძალები შემოიჭრნენ საქართველოს ტერიტორიაზე, რითაც განახორციელეს სამხედრო აგრესიის აქტი და დაიწყეს ომი.

8 აგვისტოს ომის დაწყებას აღნიშნავს მხოლოდ 2 მთავრობა მსოფლიოში – ეს არის რუსეთის და საქართველოს ამჟამინდელი მთავარობა. დუგინის ძმაკაცების ძმაკაცი ღარიბაშვილი ისევ წინა ხელისუფლებას, ანუ საკუთარ ქვეყანას აბრალებს ომის პროვოცირებას, თუ როგორც ეძახის და ამით უქმნის უდიდეს კომფორტს საერთაშორისო ასპარეზზე ოკუპანტ სახელმწიფოს”,– თქვა კანდელაკმა.