ირაკლი ღარიბაშვილი ტელევიზიაში შეჭრას “აბსურდულს” უწოდებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ტელეკომპანია “პირველში” შეჭრას “საფუძველს მოკლებულს” და “აბსურდულს” უწოდებს. ამის შესახებ მან ცოტახნისწინ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“რაც შეეხება ტვ პირველის მიერ გავრცეელბულ ინფორმაციას თითქოს მთავრობა აპირებს რომელიმე ტელევიზიაში შეჭრას არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული და სრული აბსურდი და არავითარი მთავრობის მხრიდან შეჭრა არ იგეგმება, 2021 წელს ვართ და არ არის 2007 წელი როგორც იმედის დარბევა მოხდა და ყველაფერი დავტოვეთ”- განაცხადა ღარიბაშვილმა.