ღარიბაშვილი, “ტვ პირველის” ჩანაწერებიდან, დაზარალებულად საკუთარ თავს მიიჩნევს

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, “ტვ პირველის” ჩანაწერებიდან, დაზარალებულად საკუთარ თავს მიიჩნევს. მისი თქმით , დანაშაული არ მომხდა და გამოსაძიებელია თუ რატომ უსმენდნენ მას და 15 წლის არასრულწლოვან ბერა ივანიშვილს.

“პირველ რიგში, მე მინდა გითხრათ, რომ ძალაინ მარტივი გასაგებია ყევლასთვის, რომ დანაშაულზე არ შეიძლება იყოს საუბარი, როცა არ არსებობს დაზარალებული, დაზარალებული ვართ ჩვენ, მე პირადად, ვინაიდან, პირველი კითხვა რაც მაქვს მე, რატომ მისმენდნენ, მე როგორც კერძო პირს მაშინ იმ დროს ვიყავი საჯარო სექტორში მომუშავე, რატომ უსმენდნენ 15 წლის არასრულწლოვან ბერა ივანიშვილს, არც პოლიტკა არებობდა, არც პოლიტიკური პარტია ქართული ოცნება, არც ბიძინა ივანიშვილი არ იყო მაშინ პოლიტიკაში ჩართული, შესაბამისად, ეს ორმაგად ამძიმებს ამ ბრალდებებს”, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ცნობისთვის, 6 მარტს ტელეკომპანია “პირველმა”  აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა, სადაც მოქმედი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის შვილი – ბერა ფიგურირებენ. ჩანაწერებიდან ირკვევა თუ როგორ  აგზავნიდა ბერა ივანიშვილი  ანზორ ჩუბინიძეს იმ მოზარდების დასასჯელად, რომლებიც ინტერნეტ-სივრცეში ბერას და მის ოჯახს  აკრიტიკებდნენ ან აგინებდნენ.

აღნიშნული აუდიოჩანაწერების გავრცელების შემდეგ, საქალაქო სასამართლომ  პროკურატურას ნება დართო ჩანაწერების შემცველი ელექტრომატარებლები ტვ პირველიდან ამოიღოს, წინააღმდეგობის შემთხვევაში კი “გამოიყენოს პროპორციული ზომები”.