ღარიბაშვილი ყვება, თუ როგორ ოცნებობდა სააკაშვილთან სტაჟიორად მუშაობაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, გადაცემაში „ნოესთან“ ყვება, თუ როგორ  აღაფრთოვანებდა ვარდების რევოლუცია და როგორ უნდოდა ყოფილ პრეზიდენტთან,  მიხეილ სააკაშვილთან სტაჟიორად მუშაობა, თუმცა ქართუში 300 დოლარიანმა ხელფასმა გადასძალა. გადაცემა მიმდინარე წლის,26 სექტემბერს გავიდა “იმედის”  ეთერში.

“მაშინ ახალი მომხდარი იყო ვარდების რევოლუცია. წავედი საფრანგეთში ჩვენს საელჩოში და ხმა მივეცი მიხეილ სააკაშვილს… ყველას გვინდოდა რაღაც ცვლილება, უკეთესი მომავალი…  ჩამოვედი და ვეძებდი სამსახურს. მივადექი პირდაპირ მივედი სახელმწიფო კანცელარიასთან. მივედი ჩემი სივით… გამოაცხადა სააკაშვილმა, რომ ვეძახით განათლებულ სტუდენტებს, უცხოეთში განათლებამიღებულებს და გვინდა რომ ნიჭიერ ახალგაზრდებს დავუთმოთ გზა…

გავიარე გასაუბრებები და დიდი ალბათობაა იმის, რომ გავხდე სტაჟიორი სააკაშვილის ადმინისტრაციაში. უცებ მეორე შემოთავაზება მივიღე ქართუ ჯგუფიდან. იქ მექნებოდა 300 დოლარი. მაშინ ნუნუკამ დამიწყო, რომ არ გინდა პოლიტიკა, დაელოდე, ახალგაზრდა ხარ, პატარა ხარ… ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის სტაბილურობა… დავუჯერე მას. უფრო ალბათ გადამწონა იმან, რომ ოჯახი და შემოსავალი და კეთილდღეობა უფრო მნიშვნელოვანი იყო. წავედი ქართუ ჯგუფში.“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.