ღარიბაშვილმა დაადასტურა, რომ მისი მთავარი პოლიტიკა იქნება დევნა – დეკანოიძე

“ღარიბაშვილმა დაადასტურა, რომ მისი მთავარი პოლიტიკა იქნება დევნა”- ირაკლი ღარიბაშვილის სიძულვილით და მუქარით სავსე გზავნილებს ოპოზიცია ეხმაურება. განცხადება ენმ-ს ოფისში პარტიის წევრმა ხატია დეკანოიძემ გააკეთა.

”ერთპარტიული პარლამენტის ტრიბუნიდან მოვისმინეთ შემაშფოთებელი განცხადებები ქართული ოცნების პრემიერმინისტრობის კანდიდატისგან. ირაკლი ღარიბაშვილმა ღიად დაადასტურა, რომ მისი მთავარი პოლიტიკა იქნება დევნა ოპოზიციის და ის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ნიკა მელიას მიმართ, ეს არის პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება.იგი ღიად უწოდებს კრიმინალებს იმ ადამიანებს, რომლებიც იცავენ თავისუფალ სიტყვას და თავისუფლებას ამ ქვეყანაში.”- განაცხადა დეკანოიძემ.