ღარიბაშვილსა და სტოლტენბერგს შორის დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შორის დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა.მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

შეხვედრა ბრიუსელში დღეს 18 მაისს იყო დაგეგმილი. ოფიციალური კომენტარი შეხვედრის გაუქმებასთან დაკავშირებით არც ქართულ მხარეს და არც NATO-ს პრესცენტრს არ გაუკეთებია.