“ღიად მემუქრება ტყვიით ვიღაც არარაობა“–ინგა გრიგოლიამ შსს–ს მიმართა

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ფეისბუქით მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვს რეაგირებას მუქარაზე, რომელიც ფეისბუქის ერთ–ერთი მომხმარებლისგან მოდის:

“აქა ამბავი იმისა, როგორ ღიად მემუქრება ტყვიით ვიღაც არარაობა.დიდი იმედი არ მაქვს, რომ შესაბამისი სტუქტურა რეაქციას მისცემს ამ ფაქტს,მაგრამ  მაინც დავდებ . ვნახოთ, დაიბარებენ თუ არა!!!! შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia p.s— განვაახლებ, დამირეკეს პოლიციიდან,მივალ ხვალ საღამოს .  ვნახოთ, როგორ დასრულდება ამ ავადმყოფის ამბავი “– წერს ინგა გრიგოლია ფეისბუქზე.

ინგა გრიგოლიამ საკუთარ გვერდზე გააზიარა მუქარა, რომელსაც ერთ–ერთი ფეისბუქ მომხმარებელი აქვეყნებს:

“ქალბატონო ინგა გრიგოლის!!! შენ ვეღარ მოისვენებ, პირველ შეხვედრაზე სამშობლოს მოღალატეს, ივერი მელაშვილს სტუდიაში სავარძელი ვერ გამოუნახეთ, მოკლეთ არ შეხვდა, მე მოვამზადე “ცისფერების სავარძელი,“ თუ ამ გათახსირებულმა სირბალამ უარი განაცხადა, მაშინ დააკავებიე ისრის მიმართულება, რომელიც მიიყვანს იმ ადგილზე, სადაც თავის გაუპატიურებულ სამშობლოს უბიძგებს,… მიუხედავად უბოროტოტბისა, გულჩვილობისა, ადამიანობისა. ხელი არ ამიკანკალდება თქვენზე დამიზნებულ, მისჯილ ტყვიისათვის, საქართველოს, ქართველებისა და სამშობლოს მოღალატეებო!!!“– წერს ფეისბუქ მომხმარებელი, რომელსაც პროფილში ორი სახელი და გვარი აქვს მითითებული– დონი ფანჩულიძე და გია ასანიშვილი.