ღია სივრცეში ტრენინგებისა და სემინარების ჩატარება დასაშვები იქნება

მთავრობის გადაწყვეტილებით, ღია სივრცეში ტრენინგებისა და სემინარების ჩატარება დასაშვები იქნება. ასევე, დასაშვები იქნება ღია ცის ქვეშ ჩატარებადი ყველა სათავგადასავლო აქტივობა, მაგალითად: რაფტინგი, კაიაკინგი, კანიონინგი –  საწყალოსნო, საჰაერო და სახმელეთო სათავგადასავლო სახეობები.

“შიდა ტურიზმის გახსნასთან ერთად, რისკების ეფექტური მართვის მიზნით, აქტიურად გრძელდება დადგენილი წესებისა და სტანდარტების კონტროლი, როგორც სასტუმროებში, ასევე რესტორნებსა და კვების სხვა ობიექტებში. მთავრობა კიდევ ერთხელ მოუწოდებს ბიზნესს, მკაცრად დაიცვან დადგენილი რეგულაციები, რათა კანონით განსაზღვრული ჯარიმების გამოყენების აუცილებლობა მინიმუმამდე შემცირდეს”, –  ნათქვამია განცხადებაში.

ყველა აქტივობა ჯანდაცვის სამინისტროს ზოგადი რეკომენდაციების შესაბამისად უნდა ჩატარდეს. მათივე ინფორმაციით, ქვეყანამ წლის ბოლომდე დღის განმავლობაში 10 000 PCR ტესტის ჩატარება უნდა შეძლოს.