ღია ცის ქვეშ რომ დავრჩე, საქმეს ბოლომდე მივიყვან და სტრასბურგამდე ჩავალ – ბაჩალიაშვილის დედა

თამარ ბაჩალიაშვილის პირადი ლეპტოპი ოჯახის ადვოკატის გარეშე გახსნა. მიხეილ რამიშვილის თქმით, მას კომპიუტერი დალუქული აღარ დახვდა. თუმცა ადვოკატი ვერ აკონკრეტებს, არის თუ არა მოწყობილობიდან ამოღებული რაიმე ინფორმაცია. პარალელურად, გაუქმდა თამარ ბაჩალიაშვილის Facebook გვერდი, მაგრამ  რა მოტივი შეიძლება ამოძრავებდეს მას, გაურკვეველია.

“რომ დავრჩე ღია ცის ქვეშ და დამჭირდეს სახლის გაყიდვა, ამ საქმეს მივიყვან ბოლომდე და ჩავალ სტრასბურგამდე” – განაცხადა  “მთავართან” თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა.

დაღუპულის დედას ბევრი გარემოება უჩენს კითხვებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისთვის, ვინ წაშალა თამარის Facebook გვერდი, სადაც ოჯახი ხშირად შედიოდნენ და ასევე, დედა სვამს კითხვას, თუ გამოძიება არაფერს მალავს, რატომ არ დაასწრეს დაღუპულის ლეპტოპის გახსნას ოჯახის ადვოკატი.

“რაღაცეების მიჩქმალვა და ჩაფარცხვა უნდათ, მოვითხოვ ფედერალური ბიუროს ჩართვას, ვახსენეთ თუ არა ფედერალური ბიურო, ეგრევე წაიშალა ფეისბუქი. შეიძლება რომ გაუხსნელად წაშალონ ფეისბუქი, ეს ხომ ყველამ იცის. აქამდე იყო და უცებ წაიშალა, მოწმენდილ ცაზე, როცა უკვე ადვოკატი უნდა დასწრებოდა იმის გახსნას. ჩემი შვილი იმდენად ჭკვიანი იყო, რომ რაღაც სხვა სისტემებში შეაღწია, სხვა რაღაც ინფორმაცია მოიპოვა, რომლისაც ეშინოდა, ამით ჩვენ დაგვიცვა და თავისი თავი გაწირა” , – ამბობს თეონა თამაზაშვილი.

თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები კვლავ კატეგორიულად გამორიცხავენ თვითმკვლელობას. დედა ამბობს: “რომც დამხვრიტონ, არასდროს დავიჯერებ, რომ ჩემმა შვილმა თავი მოიკლა. ის ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობდა და ჰქონდა ძალიან ბევრი გეგმა”. ჯუმბერ ბაჩალიაშვილს აქვს ეჭვი, რომ გამოძიება ფაქტებს განგებ ასაიდუმლოებს. მისი თქმით, საეჭვოა, რომ თამარის მანქანა და მისი ცხედარი მხოლოდ მას შემდეგ იპოვნეს, რაც ოჯახმა აქცია ჩაატარა. ასევე, როდესაც ოჯახმა და ადვოკატმა საქმეში ფედერალუ