“ღმერთმა კორონავირუსზე უკეთესი მეგობარი არ გიშოვოთ”- ფოფხაძე უმრავლესობას

“თუ თქვენ კორონავირუსთან მეგობრობას აპირებთ, ღმერთმა მაგაზე უკეთესი მეგობარი არ გიშოვოთ”-  ამის შესხებ საპარლამენტო ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების წევრმა, გედევან ფოფხაძემ გნაცხადა.  მისი თქმით, არ შეიძლება მმართველი გუნდი კორონავირუსს ამოეფაროს.

“ვინც ამ გადაწყვეტილებას ხმას აძლევს, მას კარგად უნდა ესმოდეს ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური, სამართლებრივი და მორალური ფასი. ვინც მწვანეს მიაჭერთ ხელს და გამოგვიცხადებთ, რომ სამართლებრივ დიქტატურაში უნდა გვაცხოვროთ და ამოიფარებთ კორონავირუსს, კორონავირუსთან ბრძოლაში თქვენს გვერდით ვარ, მაგრამ თუ თქვენ კორონავირუსთან მეგობრობას აპირებთ, ღმერთმა მაგაზე უკეთესი მეგობარი არ გიშოვოთ”, —განაცხადა ფოფხაძემ.