ღრმად ვარ დამწუხრებული გენადი ბესტაევის გარდაცვალებით – EUMM-ის ხელმძღვანელი

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, მარეკ შჩიგელის ეხმიანება გენადი ბესტაევის გარდაცვალებას და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

“ღრმად ვარ დამწუხრებული შეტყობინებით, ბატონ გენადი ბესტაევის გარდაცვალების შესახებ და მსურს გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადო მის ოჯახს. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აკვირდებოდა ბ-ნი ბესტაევის საქმეს მას შემდეგ, რაც პირველად გახდა ცნობილი მისი დაკავების შესახებ. მისია ხელს უწყობდა კომუნიკაციას მისი დაკავების პერიოდში, მის საქმესთან დაკავშირებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის მეშვეობით, მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და ხელი შეუწყო მის გადმოყვანას ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე.

მინდა კიდევ ერთხელ გავაკეთო მოწოდება ჰუმანიტარული მიდგომისკენ დაკავების ყველა შემთხვევასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ ავღნიშნო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ძალისხმევებს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე გადაადგილების თავისუფლების აღდგენის მიზნით, განსაკუთრებით ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში”,– აცხადებს მარეკ შჩიგელი.

შეგახსენებთ, რომ გენადი ბესტაევი სოფელ ზარდიაანთკარიდან 2019 წლის 19 ნოემბერს გაიტაცეს. მას 2021 წლის ნოემბერში, ცხინვალის ციხეში ინსულტი განუვითარდა, რის შემდეგაც ის თბილისში გადმოიყვანეს. ბესტაევი დღეს გარდაიცვალა.