ყაველაშვილი ამტკიცებს, რომ არაფორმალური ლიდერი არა ბიძინა ივანიშვილი, არამედ სააკაშვილია

უმრავლესობის დეპუტატი, მიხეილ ყაველაშვილი ამტკიცებს, რომ არაფორმალური ლიდერი არა ბიძინა ივანიშვილი, არამედ მიხეილ სააკაშვილია.

“ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მმართველი პარტიის თავმჯდომარეა, ის არ არის არაფორმალური ლიდერი, ის არის ფორმალური ლიდერი. არაფორმალური ლიდერი მიხეილ სააკაშვილია, რომელიც რომან გოცირიძეს ურეკავს, იგი არც საქართველოს მოქალაქეა და არც ნაციონალურ მოძრაობასთან აქვს ფორმალური კავშირი, მაგრამ ის ერთვება კონკრეტულ ტელევიზიაში და მოძღვრავს თავის “კლასტერს”, თუ როგორ გადააყირავოს ეს ქვეყანა. ეს არის არაფორმალური მმართველობა, რასაც მიხეილ სააკაშვილი აკეთებს საქართველოს წინააღმდეგ”,-  თქვა მიხეილ ყაველაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის ნიშნული ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა.