ყაზახეთში პოლიციამ 4 000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა

ყაზახეთის ქალაქ ალმათში ჩატარებული რეიდისას  4 000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა. ინფორმაციას ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  დაპირისპირების დროს 18 სამართალდამცავი და 26 აქტივისტი დაიღუპა. იქამდე კი ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ ამიერიდან შეიარაღებულ ძალებს უფლება აქვთ „ტერორისტებს“ ცეცხლი­ გაფრთხილების გარეშე გაუხსნან.