ყვარელში ავარიას არასრულწლოვანი ემსხვერპლა

ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციის, მას მანქანა ქუჩაზე გადასვლისას დაეჯახა. ამ დროისთვის მძღოლი დაკავებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.