ყვარელში, საქართველოს ბანკში შეჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ ყვარელში “საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალზე თავდამსხმელს პატიმრობა შეუფარდა.

ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათას ლარიან გირაოს ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

წინასასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 2 ნოემბერს 14:00 საათზე ჩაინიშნა.

საქართველოს ბანკზე თავდამსხმელს პროკურატურამ ბრალდება ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით წარუდგინა. აღნიშნული დანაშაულებები 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ ბრალდებული ყვარელში მდებარე საქართველოს ბანკის ფილიალში 9 სექტემბერს შეიჭრა, აიყვანა მძევლები და ნახევარ მილიონს ითხოვდა.