ყველამ იცის ცივილიზებულ სამყაროში, რომ არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იყო – მდინარაძე

” ყველამ იცის ცივილიზებულ სამყაროში, რომ არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იყო “- „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები სამართლიანია – განცხადებებით, კონკურენტულია და თავისუფალია, ცივილიზებული სამყაროსთვის და არალეგიტიმურია მიხეილ სააკაშვილისთვის და გიგა ბოკერიასთვის.

„ჩახურული, უკვე გადაშლილი ფურცელი და დამთავრებული ამბავია, ყველამ იცის თანამედროვე, ცივილიზებულ სამყაროში, რომ არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იყო, ყველა ამას ლაპარაკობს, ვერ დავარწმუნეთ მხოლოდ ბატონი გიგა და ბატონი მიხეილი. სამართლიანია – განცხადებებით, კონკურენტულია, თავისუფალია – დასკვნებით, ეს ყველაფერი გვაძლევს ერთობლიობაში იმის განცხადების საშუალებას, რომ ლეგიტიმურია საერთო ჯამში ჩატარებული არჩევნები მთელი მსოფლიოსთვის, დასავლეთისთვის და ცივილიზებული სამყაროსთვის და არალეგიტიმურია მიხეილ სააკაშვილისთვის და გიგა ბოკერიასთვის. არ გამოვა ასე მსჯელობა. ბოკერია, სააკაშვილი და სხვები რომ ცდებიან დასავლეთს თავის „მესიჯბოქსში“, ეს სამწუხაროა მათთვის, მაგრამ ამ ქვეყანაში საზოგადოება ჩამოყალიბდა, შეთანხმდა, რომ არჩევნების ლეგიტიმაციის პრობლემა არ არსებობს. ბორელის ამ განცხადებით არაფერი იცვლება, უბრალოდ, კიდევ ერთხელ დაესვა ბეჭედი მორიგჯერზე იმას, რომ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხის ეჭვქვეშ დაყენება აღარავის შეუძლია.