ყველას ვპატიობ…ყველას ვთხოვ პატიებას – ილია მეორეს სააღდგომო მიმართვა

ყველას ვპატიობ…ყველას ვთხოვ პატიებას – კათოლიკოს პატრიარქი აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მიმართვას ავრცელებს:

“ქრისტე აღდგა!

ამ დღესთან დაკავშირებით ყველას ვპატიობ, რაც კი საწყენი რაიმე უთქვამს ან გაუკეთებია ჩემთვის;

და ამ დღესთან დაკავშირებით ყველას ვთხოვ პატიებას, რაც მიწყენინებია მისთვის.

ღმერთი იყოს თქვენი და ჩვენი მფარველი. ღმერთმა შეგვინდოს თქვენც და ჩვენც ცოდვები ჩვენი.

ჩვენთან არს ღმერთი!

ილია II

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

საქართველოს საპატრიარქო

აღდგომა ქრისტესი, 02.05.2021 ” – ნათქვამია გავრცელებულ მიმართვაში