ყველას პასუხისმგებლობაა, მათ შორის ჩემიც – ამირან გამყრელიძე ექთნის გარდაცვალებაზე

“ყველას პასუხისმგებლობაა, მათ შორის ჩემიც”- ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, ახალციხეში 27 წლის ექთნის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

“პასუხისმგებლობა ყველა ჩვენთაგანის არის, მათ შორის ჩემი პასუხისმგებლობაც არის, ჩვენი ცენტრის, თითოეული იმ ადამიანის, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ძალიან დიდია და ისე, როგორც მე განვიცდი ამ შემთხვევას, არ მგონია რომელიმე ადამიანი განიცდიდეს, იმიტომ, რომ მე ექიმი ვარ და მე მინახავს ამ ტიპის გართულებები, ბევრი ქვეყანაში და მინახავს, სამწუხაროდ, ფატალური გამოსავლით, ამიტომ ექიმები, ჩვენ ცოტა სხვანაირად განვიცდით ამას”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.