ყველაფერს გავაკეთებ რომ ჩემს მეგობრად დარჩეს – იაგო ხვიჩია ჯაფარიძეზე

” ყველაფერს გავაკეთებ რომ ჩემს მეგობრად დარჩეს”- ამის შესახებ პარტია “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით ჯაფარიძეს ის არასდროს დამუქრებია და  ყველანაირად ეცდება რომ ზურაბ ჯაფარიძე მეგობარი დარჩეს.

“მე ზურა ჯაფარიძეს არასოდეს არ დავმუქრებივარ, არასოდეს არ დავემუქრები და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ის ჩემს მეგობრად დარჩეს.”- აცხადებს იაგო ხვიჩია.