“ყველაფერს საკუთარი თვალით ნახავ“– ზელენსკიმ მასკი უკრაინაში მიიწვია

პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ, SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებლის, ელონ მასკის განცხადებებზე საუბრისას უკრაინის ომთან დაკავშირებით, ხაზგასმით აღნიშნა, რომ იმისთვის, რომ გაიგო, რა გააკეთა რუსეთმა უკრაინაში, უნდა ჩახვიდე და ყველაფერი საკუთარი თვალით ნახო.

როგორც მან The New York Times DealBook Summit-ის დროს განაცხადა, მასკთან კომუნიკაცია შენარჩუნებულია უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან.

„სრულმასშტაბიანი შემოჭრის დასაწყისიდან ჩვენ ნამდვილად გვქონდა კავშირი, პირადად მეც,  ელონ მასკთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ არ დაგვეკარგა ის საზოგადოება, რომელიც ოკუპაციის ქვეშ მოექცა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მან დასძინა, რომ ინტერნეტისა და კომუნიკაციების წყალობით სიცოცხლეები გადარჩა: ხელფასების, პენსიების გადახდა და ა.შ. შენარჩუნდა.

”შემდეგ რაღაც მომენტში, მეჩვენება, რომ ელონმა დაიწყო ხედვის შეცვლა და ყოველდღე გვესმოდა სხვადასხვა მოწოდებები. მე ვფიქრობ, რომ ან ვინმე ახდენს გავლენას მასზე, ან ის როგორღაც თავისით აკეთებს ამას… მე ყოველთვის გულწრფელად ვამბობ: თუ გსურთ გაიგოთ, რა გააკეთა აქ რუსეთმა, მობრძანდით უკრაინაში და ნახავთ ყველაფერს საკუთარი თვალით, სიტყვების გარეშე, შემდეგ კი იტყვით, როგორ დაასრულოთ ეს ომი, ვინ დაიწყო. და როდის იქნება შესაძლებელი იქნება მისი დასრულება“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.