“ჩვენ აქ ვართ, ჩვენ კიევში ვართ. ჩვენ ვიცავთ უკრაინას” – ზელენსკი ვიდეოს აქვეყნებს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს სადაც ჩანს რომ ქვეყანა არ დაუტოვებია და ადგილზე ქვეყნის პრემიერმინისტრთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან ერთად იმყოფება.

“საღამო მშვიდობის! ფრაქციის ლიდერი აქ არის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აქ არის, პრემიერმინისტრი შმიგალი აქ არის, პოდოლიაკი აქ არის, პრეზიდენტი აქ არის. ჩვენ ყველა აქ ვართ. ჩვენი სამხედროები აქ არიან. სამოქალაქო საზოგადოება აქ არის, ყველანი აქ ვართ. ვიცავთ ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს სახელმწიფოს, ასეც გაგრძელდება. დიდება ჩვენს სამხედროებს, დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!”, – ამბობს ზელენსკი.