ყველა კოლეგას უნდა დაველაპარაკო და მივიღო გადაწყვეტილება – მელია პარლამენტში შესვლაზე

“ყველა კოლეგას უნდა დაველაპარაკო და მივიღო გადაწყვეტილება”-განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბარში.

“მჭიდრო კონსულტაციები გაიმართება ბლოკ ნაციონალური მოძრაობის ფარგლებში, უშუალოდ პარტიაში, მეგობრებთან და ასევე არასაპარლამენტო პარტიის ლიდერებთან, იმ პარტიებთან, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ. ამას დაჭირდება არაერთი დღე იმისათვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ.

პარტიაში განსხვავებული პოზიციებია ამ საკითხზე. ერთ საათში რომ კენჭისყრა ჩაატარო, პარტია ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში უნდა შევიდეს თუ არა, მეც კი ვერ გეტყვით, რა შედეგით დასრულდება. მე გარდა იმისა, რომ პარტიასთან, ჩემს მეგობრებთან, ოჯახის წვერებთან ვაპირებ ამ საკითხების დეტალურად გავლას, ყველა ჩემს კოლეგას უნდა დაველაპარაკო და მივიღო გადაწყვეტილებას.

გადაწყვეტილება უნდა იყოს პრაგმატული, გადაწყვეტილება უნდა იყოს რაციონალური. ამ ბრძოლის გამარჯვების გვირგვინი ვერანაირად ვერ ვიქნები რადგან ეს პოლიტიკური ციხე დავტოვე”, – თქვა ნიკა მელიამ.