ყველა სტრატეგიული პარტნიორი საქმის კურსშია, რატომ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ – მელია

“ყველა სტრატეგიული პარტნიორი საქმის კურსშია, რატომ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ, ვფიქრობ, ამაზე საუბარიც აღარ არის მიზანშეწონილი” – ასე უპასუხა, ენმ-ის თავჯდოამრემ, ნიკა მელიამ ჟურნალისტის კითხვაზე :იქნება თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანთან ფილიპ რიკერთან საუბარი შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით.

„ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება ამ შეხვედრაზე დაწყებული უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობით, გაგრძელებული უსაფრთხოებით როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე რეგიონში. რუსეთი გავლენის ზრდასთან დაკავშირებით გვექნება საუბარი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რეგიონში, რომელიც არის შემაშფოთებლად მაღალი და მზარდი, ამიტომ საკითხები არ იქნება უბრალოდ საკითხებისთვის. საკითხებთან ერთად ოპოზიცია მზად არის სტრატეგიულ პარტნიორებთან ისაუბროს არა მხოლოდ პრობლემების სტილში, არამედ კონკრეტული გადაწყვეტებიც არსებობს საკითხების. ვფიქრობ, რომ ახლა ისე, როგორც არასდროს, არსებობს უდიდესი პოტენციალი, რომ ჩვენი სტრატეგიული მეგობრები საერთაშორისო თანამეგობრობის სახით, ქართველ ხალხთან დადგნენ ისე ახლოს, როგორსაც თითოეული პატრიოტი ქართველი ისურვებდა. ეს დიდი შესაძლებლობები და პერსპექტივები გახსნილია. ბევრი რამ ამ შემთხვევაში დამოკიდებულია დემოკრატიულ ოპოზიციაზე და ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ შანსის მაქსიმალური კაპიტალიზება უნდა მოვახდინოთ“, -განაცხადა მელიამ.