ყინვის დადგომას ელოდებიან–ზელენსკის ოფისი რუსეთის ახალ ტაქტიკაზე

რუსეთის ფედერაციამ უკრაინის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმებთან დაკავშირებით ტაქტიკა ოდნავ შეცვალა

ის ელოდება როდის დაეცემა უკრაინაში ტემპერატურა ღამით დაახლოებით მინუს 10 გრადუსამდე, რათა ხალხი გაიყინოს- განუცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა,  მიხაილ პოდოლიაკმა რუს ჟურნალისტს იულია ლატინინას.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის გეგმა „აბსოლუტურად კანიბალურია“.

„მეჩვენება, რომ ახლა ცოტა შეიცვალა რუსეთის ტაქტიკა – ელიან ყინვების დადგომას, ყინვების მატებას, უხეშად რომ ვთქვათ, რომ ღამით ტემპერატურამ მინუს 8-10 გრადუსამდე დაიწიოს და ამ დროს, იმ მომენტში მათ სურთ უკრაინას ყველაზე მგრძნობიარე დარტყმა მიაყენონ.

ელიან შესაძლებლობას, რომ რაც შეიძლება სასტიკად გაყინონ ადამიანები,  რადგან მთავარი დარტყმა ამ შემთხვევაში მოდის… იმდენად არა ენერგეტიკაზე, როგორც ასეთზე, არამედ… გათბობაზე…

გათბობის სისტემა დარჩება გაყინული. კარგად მოგეხსენებათ, მინუსიან ტემპერატურაზე მისი ხელახლა გაშვება ბევრ ქალაქში  ძალიან რთული იქნება. ეს არის კარგად გააზრებული კანიბალური გეგმა.“– ამბობს პოდოლიაკი.

უკრაინის მასიური დაბომბვა – რა უნდა იცოდეთ

ოქტომბრის დასაწყისიდან რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას მასიურად შვიდჯერ შეუტია რაკეტებითა და უპილოტო თვითმფრინავებით.

რუსების ბოლო შეტევა 23 ნოემბერს მოხდა – მათ 70-ზე მეტი საკრუიზო რაკეტა გაუშვეს, მათგან 51 ლიკვიდირებულ იქნა. გარდა ამისა, განადგურდა ხუთი დრონი.

რაკეტები რამდენიმე ენერგეტიკულ ობიექტს მოხვდა. მტრის დარტყმის გამო რიგ რაიონებში მოსახლეობა ელექტროენერგიის, სითბოს და წყლის გარეშე დარჩა. მოგვიანებით სიტუაცია დასტაბილურდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ქვეყანას რუსების ახალი  სარაკეტო შეტევა ემუქრება.