ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვრის მთელ პერიმეტრზე შეიარაღებული შეტაკებები მიმდინარეობს

ყირგიზების მიერ ტაჯიკური ტანკის T-72-ის აფეთქების მომენტი დღეს დილით (გადაღებულია ყირგიზეთის ტერიტორიიდან).

ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, ყირგიზეთ-ტაჯიკეთის სახელმწიფო საზღვრის მთელ პერიმეტრზე შეიარაღებული შეტაკებები მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია.  ტაჯიკეთმა ცეცხლი ბათენის რაიონის კულუნდის, მასკატისა და ჟან-ჟერ ლეილეკის რაიონების მიმართულებით გახსნა, ყირგიზეთის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა  საპასუხო ცეცხლით უპასუხეს.

ასევე ცნობილია, რომ ტაჯიკეთის მხარე იყენებს ტანკებს, ჯავშანტექნიკას და ნაღმმტყორცნებს.

მიუხედავად იმისა, რომ მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, საზღვარზე სროლა მაინც გრძელდება. ყირგიზეთი ასევე ირწმუნება, რომ ორივე რესპუბლიკის მიერ გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, საპირისპირო მხრიდან დაბომბვა არ წყდება. რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  შეტაკებების შედეგად დაშავდა 11 ადამიანი, რომლებიც ბათენის რეგიონალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბათენის რეგიონის ადმინისტრაციის წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია 4 ყირგიზი სამხედრო მოსამსახურე.