ყირიმში რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

ყირიმში რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ ტელეგრამ არხებზე დაყრდნობით  ავრცელებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავიაკატასტროფა რაზდოლნენსკის და კრასნოპერეკოპსკის რაიონების საზღვარზე მოხდა. სავარაუდოდ ეს იყო ავიაგამანადგურებელი Су-34.

მფრინავებმა კატაპულტირება მოასწრეს, მოგვიანებით კი ისინი სამხედროებმა წაიყვანეს. თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.